მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, უკვე მრავალი წელია არსებობს პრაქტიკა, რომლის გათვალისწინებითაც, სამშენებლო ბიზნესში, დამკვეთსა და შემსრულებელს შორის სამშენებლო , საორგანიზაციო, ფინანსურ თუ ტექნიკურ მხარეებს შუალედური კომპანიები უწევენ ორგანიზებასა და მონიტორინგს, რაც დამკვეთს, ხარჯებისა და დროის მინიმალიზაციაში მნიშვნელოვნად ეხმარება. საქართველოში ეს პრაქტიკა 2009 წელს კომპანია „ სიემსიმ“ ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, წარმატებით დანერგა და  დროის ამ  მონაკვეთში   50-ზე მეტი მსხვილი პროექტი განახორციელა. კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტების სრული, ჯამური ღირებულება  728 მლნ. დოლარს შეადგენს და 676 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს.    დღეს, კომპანია უკვე  გამოცდილი, საიმედო პარტნიორია რეგიონალური  მშენებლობის  მართვისა  და კონსულტაციების საკითხებში.  კომპანიის მთავარი მაღალპროფესიონალური მახასიათებელია – ნებისმიერი სირთულისა და მასშტაბის პროექტის  დაგეგმილ  ვადასა  და დაგეგმილი ბიუჯეტით უმაღლესი ხარისხით შესრულება.

კომპანია  მოიცავს სამშენებლო  დარგის  ფართო სპექტრს, მათ შორის: სამოქალაქო (სახელმწიფო) პროექტები, სამრეწველო, კომერციული, ინდუსტრიული, საცხოვრებელი, საცალო და სხვა.  კომპანიას აქვს  მუშაობის გამოცდილება ისეთ საერთაშორისო კონტრატქებზე, როგორიაა FIDIC და EPC Turnkey.  ,,სიემსი“ წარმატებით თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო საფინანსო ინსიტუტებთან, როგორებიცაა EBRD, OPIC და IFC.

კომპანია დაფუძვნდა 2009 წელს. საქმიანობის დასასწყისისას თანამშრომელთა რიცხვი შეადგენდა 4 ადამიანს, თუმცა მზარდ დინამიკასთნ ერთად შპს ,,სიემსის“ თანამშრომელთა რიცხვი დღეს 40 აღწევს.

,,სიემსი“  სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობს  ევროპაში  ცნობილ და გამოცდილ  კომპანიებთან  ასევე, დამკვეთის სურვილის შემთხვევაში, ხდება უცხოელი სპეციალისტების,  სასტუმროს ოპერატორებისა და არქიტექტორების მოწვევა.