გიორგი ქარაზანაშვილი

გიორგი ქარაზანაშვილი
დირექტორი/დამფუძნებელი

  

გიორგი ქარაზანიშვილი

 

        გიორგი ქარაზანიშვილი დაიბადა  ქ.თბილისში, 1976 წლის 7 იანვარს. 1992 წელს დაამთავრა ქალაქ თბილისის კლასიკური გიმნაზია.

1992 წლის სექტემბრიდან სწავლა განაგრძო დამოუკიდებელ უნივერსიტეტ „იბერიაში“, სადაც 1997 წელს  მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი სამართალში.

1999 წლის თებერვლიდან, გიორგი სწავლობდა ქართულ-ამერიკულ ინსტიტუტში, საჯარო ადმინისტრირების ფაკულტეტზე. ამავე წელს, ნოემბერში მან მიიღო საჯარო ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი.

       1999-2000 წლებში გიორგი სწავლობდა თავისუფალ უნივერსიტეტსა (ESM) და ლონდონის ბიზნეს სკოლასაში (LBS). 2000 წლის ნოემბერში მან მიიღო ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი.

        გიორგის მიღებული აქვს მრავალი ჯილდო თუ სერთიფიკატი, როგორებიცაა:  საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაცემული სახელმწიფო ჯილდო – ღირსების ორდენი, ევრაზიის ფონდი- ეკონომიკური თეორიისა და პრაქტიკის სამაგისტრო ნაშრომის დემონსტრირებული ოსტატობის სერთიფიკატი; ქართულ ამერიკული ინსტიტუტის საჯარო ადმინისტრირება – საუკეთესო წერილობითი და ზეპირი პრეზენტაციის წარდგენისათვის დამსახურებული სერთიფიკატი; აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო და ბარენცის ჯგუფი- სამართლის სემინარის წარმატებით დასრულების სერთიფიკატი (კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ და კანონი მეწარმეთა შესახებ); თბილისის ბიზნეს სკოლა – ბიზნესის მართვის კურსის წარმატებით დასრულების სერთიფიკატი;  ევროპული თანამშრომლობის მე-15 შეხვედრა-მალაგა, ესპანეთი – მონაწილის სერთიფიკატი.

გიორგი ფლობს ენებს: ქართული (მშობლიური), ინგლისური (თავისუფლად), რუსული (თავისუფლად).

1997 წლის ოქტომბრიდან 1998 წლის მარტის ჩათვლით იგი მუშაობდა დიდუბის საგადასახადო ინსპექციის, რეესტრის დეპარტამენტში, საგადასახადო ინსპექტორის პოზიციაზე.

1998 წლის აპრილიდან გიორგი ქარაზანიშვილმა მუშაობა განაგრძო საქართველოს წითელი ჯვარის ორგანიზაციაში – ფონდების მოძიების კოორდინატორის თანამდებობაზე. ამ პოზიციაზე იგი 1999 წლის დეკემბრამდე მუშაობდა, ხოლო 1999 წლის დეკემბრიდან, დაუღალავი შრომის, ყოველდღიური პროფესიული განვითარების და წინსვლის შედეგად გიორგი დაინიშნა ფონდების მოძიების დეპარტამენტის უფროსად. საქართველოს წითელ ჯვარში გიორგიმ იმუშავა 2000 წლის თებერვლამდე.

2000 წლის თებერვლიდან იგი მუშაობას იწყებს სს „სასტუმრო თბილისში“  პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

2000 წლის ნოემბრის თვიდან  წარმატებული მუშაობის შედეგად ის ინიშნება კომპანიის უძრავი ქონების განვითარებისა და ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტად.  ,,ჯი ემ თი ჯგუფი“ ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საქართველოს კერძო სექტორის საინვესტიციო კომპანიებს შორის. მათი ფართო სპექტრის საქმიანობა ისეთ განსხვავებულ სფეროებს მოიცავს, როგორებიცაა უძრავი ქონების განვითარება, სასტუმროების ინდუსტრია, კვების პროდუქტების წარმოება და სხვა. მათ შორისაა სასტუმრო მარიოტი, ქორთიარდ მარიოტი. ჯი ემ თი ჯგუფი აგრეთვე ფლობს „სანტეს“, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია ბაზარზე რძის პროდუქტების კომპანიებს შორის.

2008 წლის სექტემბრიდან  დღემდე გიორგი ფლობს  ფიტნეს კომპანიას „ ნომასველო ქარვს ამერიკული ფიტნეს ჯგუფი”.

 

       შპს „ნატურალე“ – თხილის ქარხანა დასავლეთ საქართველოში კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი, ბიზნესი რომელიც გიორგიმ  2009 წელს პარტნიორებთან ერთად წამოიწყო:  ქართული ნატურალური პროდუქტის ექსპორტი ევროპულ ბაზარზე, რომელიც წარმატებით  იქნა განხორციელებული.

შპს ,, ბი თი ჯი „– გიორგი ქარაზანიშვილის და მისი პარტნიორების მიერ  ხარისხსა და სერვისზე ორიენტირებული ავეჯის ბიზნესი. იტალიის ერთ-ერთი უმსხვილესი ავეჯის მწარმოებელ IMAB- ისგან მონიჭებული პრიორიტეტი, მათი მონობრენდული საცალო ვაჭრობის ბრენდის, „პენსარეკასას“  ოფიციალურრი წარმომადგენლობა-მაღაზია თბილისში.

შპს „სიემსი“ – მშენებლობის მართვა და კონსულტაცია – 2009 წლიდან დღემდე გიორგი ქარაზანიშვილი კომპანიის პარტნიორია. შპს „სიემსიმ“ გასული წლების მანძილზე დიდ წარმატებებს მიაღწია და ადგილობრივ ბაზარზე მშენებლობის მართვის სექტორის ლიდერად ჩამოყალიბდა. 2014 წლიდან გიორგი ითავსებს კომპანიის დირექტორობას და  აქტიურად არის ჩართული ყველა მიმდინარე პროექტში.

გიორგი ამჟამად ცხოვრობს საქართველოში, ქალაქ თბილისში,  ი.ჭავჭავაძის გამზ#80, ბ#8;  მობილური: +995 577 75 07 02.

გიორგი დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე ქეთევან ალანია და სამი შვილი: ელენე, მარიამ და თეოდორა ქარაზანიშვილები.

 

04 მაისი, 2017

 

Post A Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *